0 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხელები შორს ჩვენი საპენსიო დანაზოგებიდან - გიგლა მიქაუტაძე

დღეს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო ფონდის ოფისთან ბრიფინგი გამართა. მიქაუტაძემ ფონდის საქმიანობისა და მათი არასწორი გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა. “ლელოს” ლიდერმა  საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ საზოგადოების  საპენსიო დანაზოგი სახელმწიფომ კორუმპირებულ და ზარალიან  კომპანიებში არ ჩადოს. 

"მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტომ ფონდში აკუმულირებული თანხების მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე განთავსება მოახერხა, მთავრობა უკვე ამ ფულის სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირებაზე ალაპარაკდა. ამ საკითხზე პარლამენტში ღიად ისაუბრა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მე მათ მივმართავ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავონ,”- აცხადებს  მიქაუტაძე.

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის განცხადებით სახელმწიფო კომპანიები, რომლებმაც მხოლოდ 2013-2018 წლებში 3 მილიარდი ლარის ოდენობის ზარალი ნახეს, უნდა პრივატიზდეს და გაჯანსაღდეს.

"ჩვენ საპენსიო ფონდის შექმნას იმ მიზეზით დავუჭირეთ მხარი, თუ ინვესტირება ეკონომიკის ჯანსაღ სექტორებში განხორციელდება და ხელი შეეწყობა ეკონომიკურ ზრდას. წელიწადნახევარი გავიდა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნიდან და სააგენტოს მენეჯმენტი ისევ არასრულყოფილია. მას კვლავ არ ჰყავს ხელმძღვანელი და არ გააჩნია საინვესტიციო პოლიტიკა. ფონდში აკუმულირებული 1 000 000 ადამიანის 800 000 000 ლარზე მეტი კვლავ საბანკო ანგარიშებზე დევს." - განაცხადს გიგლა მიქაუტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...