საზოგადოება
"მოძრაობამ მომავლისთვის" 12 გალელ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა
2020-07-03 17:50:36
რასამთვრობო ორგანიზაციამ "მოძრაობამ მომავლისთვის" 12 გალელ სტუდენტს, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, სტიპენდია დაუნიშნა.
გალელი სტუდენტები ეპიდემიის დროს შექმნილი ვითარების გამო უაღრესად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უმეტესობამ დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო, ხოლო ჩაკეტილი გამშვები პუნქტის გამო ვეღარ მიიღეს დახმარება ოჯახებიდან.
გალელი სტუდენტები ვეღარ იხდიან ბინის ქირას და იძულებულნი არიან სწავლა შეწყვიტონ და საქართველოს უნივერსიტეტები დატოვონ. სწორედ ამიტომ "მოძრაობა მომავლისთვის" გადაწყვიტა სტუდენტთაგან ნაწილს მაინც გაუწიოს დახმარება და მხარდაჭერა.
"გალიდან ჩამოსული ეს ახალგაზრდები შეიძლება ითქვას, რომ გმირები არიან. ისინი დიდი რისკის ფასად გადმოდიან ე.წ. საზღვარზე და თბილისში იღებენ განათლებას. სამწუხაროა რომ მათზე არავინ ზრუნავს.არავინ ფიქრობს იმ პრობლემებზე, რომელიც მათ წინაშე ყოველდღიურად დგას. გალი ჩვენი ფორპოსტია, ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი და იქ მოსახლეობის გამაგრება, მხარდაჭერა და ქართულ სივრცეში ინტეგრირებაც უმნიშვნელოვანესი საქმეა.
ჩვენ ასევე ვფიქრობთ დავეხმაროთ მათ დასაქმებაში, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაში. იმედი მაქვს, რომ "მოძრაობა მომავლისთვის" ერთადერთი არ იქნება ამ საქმეში და სხვა კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ბიზნესმენები შემოგვიერთდებიან და სხვა სტუდენტებს შეეხიდებიან. " - განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა. ორგანზიაცია მამუკა ხაზარაძის ფინანსურო მხარადჭერით ახორციელებს სოციალურ პროექტს. "მოძრაობა მომავლისთის" უკვე ათეულობით ოჯახს დაეხმარა.
კომენტარები