0 4 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არცერთ ნორმალურ სახელწიფოს არ სურს - ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებასა და მასში შემავალ ყველაზე მთავარ პუნქტზე - მართმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე საუბრობს. 

„მმართველი გუნდის განცხადება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არ არსებობის შესახებ რეალობას არის აცდენილი.  ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, არცერთ ხელისუფლებას  არ უღიარებია პოლიტიკური პატიმრების არსებობა. თუმცა, ისე, როგორ მაშინ, დღეს ქართული ოცნების განცხადების საპასუხოდ, მთელი მსოფლიო საუბრობს და წერს ჩვენი ქვეყნის  პოლიტპატიმრებზე.  ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ხელისუფლებას,  შეწყვიტონ  მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, რაც  ქვეყნის რეპუტაციას ანგრევს,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.  

მისი თქმით, მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შეწყვეტა არის პრინციპული ნაბიჯი, რადგან სხვა შემთხვევაში ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება  კარგავს აზრს, თუკი ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი საარჩევნო გარემო. შეთანხმების სრულად შესრულება კი მმართველი გუნდის ინტერესში უნდა შედიოდეს. 

„ 8 მარტის შეთანხმების  შესრულება ხელისუფლების ინტერესში  უნდა შედიოდეს,  რადგან ამ საკითხის ასე  ღიად დატოვება აზიანებს ქვეყანას და თავად ხელისუფლებას.   პრობლემა უნდა გადაწყდეს, იმისთვის, რომ ქვეყანაში   მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“, რადგან სადაც   პოლიტპატიმრები არიან,  იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება არცერთ ნორმალურ სახელწიფოს არ სურს.  ხელისუფლების  ასეთი ნაბიჯები აფერხებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

მმართველი გუნდის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს, „ლელოს“ ლიდერი პასუხობს,  რომ ხელისუფლების უარყოფით ეს არ შეიცვლება, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის  დროიდან არცერთი ხელისუფლება არ აღიარებდა პოლიტპატიმრებს, თუმცა ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა. 

პარტიის ლიდერის თქმით,  „ქართული ოცნების“ მიზანი იყო, დაეტოვებინა ძველი საარჩევნო სისტემა, თუმცა  ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მივიღეთ  პროპორციული არჩევნები და  შედგა 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება,  რომლის ერთი ნაწილი იყო  საკონსტიტუციო ცვლილების მიღება,  რაც მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...