0 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილმა საქართველო პრორუსული ორბიტის ტყვეობაში ჩააგდო - გრიგოლ გეგელია

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი გრიგოლ გეგელია  ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ  მალენის  განცხადებას ეხმაურება. კონგრესმენის განცხადებაში  ნათქვამია, რომ  ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესების გამტარებელი.  ის მტკიცედ მუშაობს ამერიკული ლეგალური ბიზნესების საქართველოდან განსადევნად. 

 „ლელოს“ ლიდერი მალენის განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას არა ქვეყნის, არამედ პირადი ინტერესებისთვის იყენებს. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური ეშელონების ყურადღება კვლავ  საქართველოს ეთმობა.   ფაქტობრივად,  დღე არ გადის ისე, რომ საქართველოზე და ივანიშვილის რეჟიმზე განცხადება არ მოვისმინოთ. 

მალენისგან ჩვენ  კიდევ ერთხელ ვისმენთ,  რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის მონა და მან  სახელმწიფო წაიყვანა არასწორი მიმართულებით, სრული იზოლაციისა და  გათიშვისაკენ. 

 სახელმწიფო დღეს იმყოფება არა მარტო ბიძინა  ივანიშვილის, არამედ  პრორუსული ორბიტის ტყვეობაშიც,  რომელსაც პუტინის ამფსონი ივანიშვილი მართავს თავისი და არა სახელმწიფო  ინტერესებისთვის. 

 ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ჩააგდო სამარცხვინო მდგომარეობაში, როგორც შინ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. პირველად ისტორიაში ქვეყნის მმართველი ჯგუფი პირდაპირ მოიხსენიება, როგორც პუტინის მოკავშირე და ამფსონი, რაც განუზომელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და განვითარების პერსპექტივას,“-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...