მსოფლიო
კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
2020-07-01 11:32:43
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.
„ისევ სტაბილური სიტუაცია გვაქვს. მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს. 3 ახალი შემთხვევიდან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევებია და 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვენს ცენტრში 2 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა 1 პაციენტი და დაგვრჩა 22 კოვიდინფიცირებული. ამ ორივე ახალი პაციენტის მდგომაროება სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ასევე სხვა პაციენტების ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია, არსად არ შეინიშნება პროგრესირება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები