2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვულოცავ საქართველოს მთავრობას მათი "ამოცანა" შესრულებულია- რუსეთში ტამანის პორტი აშენდა - გიგლა მიქაუტაძე

დესქრიფშენი:  „ანაკლიის პორტის მშენებლობით მმართველ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, ის საქმე დაესრულებინა, რომელიც მისმა წინამორბედებმა არ დაასრულეს, ამის სანაცვლოდ ხელი შეუწყო რუსეთში ტამანის პორტის მშენებლობას.“ 

ტამანის პორტში მდებარე ღრმაწყლოვანი სამუშაობის დასრულებას გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი გიგლა მიქაუტაძე.  როგორც მიქაუტაძე განმარტავს, ტამანის  ღრმაწყლოვანი პორტი  ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია. 

 „მინდა, საქართველოს მთავრობას მივულოცო რუსეთში ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულება, რომელიც ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია, მაშინ, როცა გეგმის მიხედვით, პირველი გემი ანაკლიაში წლის ბოლოს უნდა მიგვეღო.

ასევე, შევახსენებ მას, რომ რეგიონში საკონტეინერო გადაზიდვების საშუალო წლიურმა ზრდამ ბოლო სამი წლის განმავლობაში 30% შეადგინა და განახლდა ყველა ჩვენი მეზობლის საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: 2015 წელს ყაზახეთში აქტაუს პორტი დ 2017 წელს ახალი ნავსადგური კურიკიში, 2018 წელს კი თურქმენბაშის და აზერბაიჯანში ალიათის ახალი პორტები აშენდა,“-განაცახადა გიგლა მიქაუტაძემ. 

 

„ლელოს“ ლიდერის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობით მმართველ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, ის საქმე დაესრულებინა, რომელიც მისმა წინამორბედებმა არ დაასრულეს. 

 

 „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შესაძლებლობა, ისტორიაში შესულიყო ანაკლიის სტრატეგიული პროექტის შემსრულებლად, რაც ვერცერთმა მისმა წინამორბედმა ვერ შეძლო, კომუნისტებიდან მოყოლებული. მანაც ეს საქმე საკუთარ მემკვიდრეს გადაულოცა. არაუშავს, შემდეგი მთავრობა „ლელოს“ სახით აუცილებლად ააშენებს ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში და საქართველოს რეალურად აქცევს რეგიონის მთავარ სატრანსპორტო ცენტრად,“ - აცხადებს მიქაუტაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები