საზოგადოება
პაატა იმნაძე - კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს
2020-06-30 15:13:22
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რამაც ვირუსს უჯრედში შეღწევა გაუადვილა.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. იმის შემდეგ, რაც ბიზნეს-აქტივობები გაიხსნა, კორონა შემობრუნდა და ფართოდ გავრცელდა. თუ ჩვენ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს აბსოლუტური უმრავლესობა ვაგრძელებთ, მაშინ ეს მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება. თუ კორონავირუსთან კარგად მოქცევას არ გავაგრძელებთ, მაშინ უფრო ახლოს იქნება. ახალი მონაცემები გამოქვეყნდა და არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში ევროპაში წარმოიშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა. ეს შტამი ახლა ევროპიდან ჩინეთს შეუბრუნდა და მთლად კარგი მოვლენა არ არის, იმიტომ, რომ ვისაც კორონა გადატანილი აქვს ამ მუტაციის გარეშე, შეიძლება მას ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს. ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ
კომენტარები