მსოფლიო
საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა ფიქსირდება
2020-06-30 13:30:08
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია განამრტავს, რომ საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა ფიქსირდება.
მისი თქმით, დაავადებისგან განკურნებული ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოს მალე დატოვებს.
„ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და მალე კლინიკას დატოვებს. ყირიმ-კონგოზე საეჭვო იყო შემოსული რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა ეს დიაგნოზი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინიც დატოვებენ კლინიკას.
ქვეყანაში მხოლოდ 10 დადასტურებული ყირიმ-კონგოს შემთხვევაა, ვნახოთ მერე როგორ იქნება“- განმარტავს ეზუგბაია.
კომენტარები