0 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დღეს ხაშურში “ლელო საქართველოსთვის” რაიონული ორგანიზაცია დააფუძნდა, სადაც პარტიის ლიდერები და წევრები მოსახლეობას შეხვდნენ და ოფისის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე წარუდგინეს.

შეხვედრაზე ადგილობრივებს სიტყვით მიმართა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და მათ პოზიტიური დახვედრისათვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ხაშურელებს აქვთ  უდიდესი იმედი იმისა, რომ “ლელოსთან” ერთად დაიწყება ცვლილებები ამ ქვეყანაში. 

ხაზარაძემ რაიონული შექმნის პრობლემებზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა. 

 “მე თქვენ  გიცნობთ 90-იანი წლების ბნელი პერიოდიდან, როდესაც ჩვენ თქვენთან ერთად ავამუშავეთ საწარმო. სამწუხაროდ, იმ არასწორი პოლიტიკის და არასწორი ეკონომიკური დაგეგმვის გამო ეს საწარმო გაჩერებულია. მე დღეს ჩამოვედი აქ, რომ თქვენთან და ამ რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის დავდოთ სერიოზული ლელო! ეს გამარჯვება იქნება თითოეული ქართველის გამარჯვება. მე ვიცი, როგორ იციან ხაშურელებმა

შრომა და გვერდით დგომა და მჯერა თქვენი,”-განაცხადა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას. 

 პარტიის ლიდერმა ემიგრაციასა და იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც არა მარტო ხაშურში, არამედ მთელ ქვეყანაშია შექმნილი, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო. 

“არ მინდა ამ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ დგანან, ოჯახის ემიგრაციაში წასულ  წევრებთან  დისტანციურად ჰქონდეთ კომუნიკაცია. მე არ მინდა, საქართველოდან ხალხი სხვა ქვეყნებში მიდიოდეს გაჭირვებიდან თავის დასაღწევად. რადგან ჩვენ გვაქვს უნარი, ამ ქვეყანაში გვქონდეს წარმატებული ეკონომიკა.  ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ იმ სახელმწიფოს შენება, სადაც თითოეულ ადამინს ექნება დაცულობის, სამართლიანობისა და სტაბილურობის განცდა.  ჩვენ ოქტომბერში შემოვტრიალდებით ჩვენი ქვეყნისკენ, უარს ვეტყვით ტყუილს, უარს ვეტყვით მიტაცებულ სამშობლოს გამოსავალი კი ერთად დგომა და გამარჯვებისთვის ბოლომდე დახარჯვაა”-განაცხადა ხაზარაძემ. 

“ლელოს”  ლიდერმა გამოსვლის დასასრულს ხაშურელებს თხოვნით მიმართა, რომ მათ შეძლონ ძალების მოკრება იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა შესაძლებლობა რეალობად გადაიქცეს, რაც ჩვენი მომავალი თაობის ღირსეულ სამშობლოში ცხოვრობის საწყისია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...