საზოგადოება
„ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია” – პატრიარქის წერილი შაქარაშვილის მშობლებს
2020-06-25 23:29:44
უწიმდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
“ლევან და თამარ შაქარაშვილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო და გვსურს თანადგომა გამოგიცხადოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში.
თუმცა სწორედ ახლა უნდა გაამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია. მისმა უკვდავმა, ნათელმა სულმა მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლის კარიბჭე შეაღო და ამ წიაღის მკვიდრი გახდა.
ამიტომაც გულისტკივილი მასთან მხოლოდ დროებითი განშორების გამო უნდა გვქონდეს და შევძლოთ ლოცვითი ურთიერთობით მივუახლოვდეთ.
ჩვენის მხრივ აღვავლენთ ლოცვებს გიორგისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობას” – ნათქვამია წერილში.
კომენტარები