ბიზნესი
უზბეკეთიდან ჩარტერული რეისი განხორციელდა
2020-06-25 18:36:40
აქ და ახლა, თიბისის მხარდაჭერით უზბეკეთიდან ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ. გლობალური პანდემიის პერიოდში შეწყვეტილი საავიაციო მიმოსვლის გამო, ისინი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.
საქართველოს მოქალაქეების თბილისში ჩამოყვანა უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანია „აირზენას“ მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე, პროცესში ჩართული იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც დაბრუნებულები საკარანტინო სივრცეებით უზრუნველყო. თიბისი გაწეული დახმარებისათვის მათ მადლობას უხდის.
კომენტარები