საზოგადოება
24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-06-24 00:12:16
ვერძი
ოჯახურ თუ პირად ურთიერთობებში პრობლემების შემთხვევაში ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, დაიტოვეთ უკან დასახევი გზა. კონფლიქტის მოსაგვარებლად სასურველია რჩევა ჰკითხოთ ახლო მეგობარს.
კურო
თუ ტაქტიანი იქნებით და მოთმინებას გამოიჩენთ მოვლენების მართვის სადავეები თქვენს ხელში აღმოჩნდება და მიზნისკენ მიმავალ გზას ადვილად გაიკვლევთ.
ტყუპები
იყავით ყურადღებით, შესაძლოა სამსახურში მოულოდნელად ისეთ იდეას გადააწყდეთ, რომელიც ჯადოსნური ჯოხის მოქნევასავით, უცბად გაგიხსნით ფართო ასპარეზს და მარტივად შეძლებთ მიზნების რეალიზაციას.
კირჩხიბი
ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს ან საჩუქარს, არ არის გამორიცხული ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ. შეეცადეთ სითბო და ყურადღება გამოხატოთ კოლეგებისა თუ შინაური გარემოცვის მიმართ.
ლომი
მთვარი ამოცანა იქნება დროულად და დამაჯერებლად გააკეთოთ სწორი არჩევანი, ამით ფინანსურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ და სიტუაციაც სწრაფად დასტაბილურდება. ნუ გააჭიანურებთ გადაწყვეტლებების მიღებას, რადგან თავისით არაფერი მოგვარდება.
ქალწული
მოსალოდნელია ფინანსური დანახარჯების შეზღუდვა, ნუ დაარღვევთ წესებსა და ნორმებს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი გაუთვლელი ხარჯები და ფინანსური სანქციები.
სასწორი
გაურკვეველი ვითარების გამო შესაძლოა დაიბნეთ, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ შინ თუ გარეთ, გზებსა თუ სამსახურში. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ სახლში და დაისვენოთ.
მორიელი
მეტი წარმატების მისაღწევად კარგი იქნება თუ თქვენს საქმიანობაში პროფესიონალების რჩევას გაითვალისწინებთ და წინდახედულად იმოქმედებთ.
მშვილდოსანი
შეეცადეთ გადაწვეტილებები მიიღოთ ყველა ასპექტის გათვალისწინებით და არ დატოვოთ უყურადღებოდ არც ერთი დეტალი.
თხის რქა
მატულობს ნევროზულობა, შესაძლოა მარტივად გადაიღალოთ. ივარჯიშეთ, მოდუნდით, მასაჟი და რელაქსაციური პროცედურები სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ენერგოტონუსზე და განწყობაზე.
მერწყული
დაკავდით საყვარელი საქმიანობით. შეამცირეთ კონტაქტები, ერიდეთ სტრესსა და ფსიქოლოგიურ გადაღლას, განსაკუთრებით კი თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებთან, რომლებიც ემოციურად გთრგუნავენ.
თევზები
დღეს ზედმეტად ფანტაზიორობთ, ღრუბლებში დაფრინავთ და არ განაღვლებთ რეალობა. ოცნება კარგია, მაგრამ ნუ მოწყდებით ცხოვრებას ახლა, რადგან დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.
კომენტარები