0 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მთავარმა არხმა" დაუშვა მძიმე შეცდომა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, საინფორმაციო გამოშვებაში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. 

 

“ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში, 

მიუხედავად ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა ფორმალური მოთხოვნის), 

მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები. 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.

ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ “შეცდომები მოსულა” და რომ მთავარ არხს აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით.”– წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები