მსოფლიო
თვალთმაქცობა იყო იმის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა – ჯანეზაშვილი დოლიძის გადადგომაზე
2020-06-22 13:24:57
“თვალთმაქცობა იყო იმის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა “, — ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კოლეგის, ანა დოლიძის მიერ საბჭოს დატოვებას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი დოლიძემ თავის დროზე არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება.
” ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა. სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი თავის დროზე საკუთარი ინიციატივით არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება. პოლიტიკაში წასვლა მისი არჩევანია და მას ამის სრული უფლება აქვს, უბრალოდ საბჭოს წევრობასთან მისი საქმიანობა ამდენი ხნის განმავლობაში იყო შეუთავსებელი და კანონდარღვევა.
ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა. სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, იმედი მაქვს ჩვენ ამას შევძლებთ!”,- დაწერა მან სოციალურ ქსელში.
კომენტარები