0 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს ახალი სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა

 

განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა.

უფრო კონკრეტულად, როგორც "პალიტრა L-ის" დირექტორმა თიკო ასათიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, გამომცემლობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ რესურსებით სწავლების გაგრძელება განიხილება.

"ჩვენი აზრით, ბეჭდური წიგნები უნდა შენარჩუნდეს. ერთი მხრივ, ცუდია ბავშვებისთვის კომპიუტერთან მიჯაჭვულობა და მეორე მხრივ, თუ თავიდანვე არ მივაჩვიეთ ბავშვი წიგნთან ურთიერთობას, მერე და მერე სულ „გაჯეტებზე“ იქნება დამოკიდებული. ასევე, გამომცემლობები და ავტორები იყვნენ უკმაყოფილო, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში ანაზღაურება. იყო საუბარი, რომ რამდენ გვერდსაც გახსნიან და ჩამოტვირთავენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, იმის მიხედვით იქნება ანაზღაურება. აქ საფრთხე ისაა, რომ ერთი pdf ფაილი თუ გავრცელდა, თავიდან არავინ ჩამოტვირთავს და ამის კონტროლი რთული იქნება. ეს პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ უმთავრესი პრობლემა მაინც ის არის, რომ ბავშვები უნდა დავაშოროთ წიგნებს.

იყოს დისტანციური სწავლება თუ სხვა გზა არ იქნება, მაგრამ ბავშვს უნდა ჰქონდეს წიგნში თითის გაყოლების საშუალება. ბავშვმა რვეულში უნდა შეავსოს დავალება და არა კომპიუტერში, კლავიატურაზე. წიგნთან ურთიერთობა ბავშვს უნდა ჰქონდეს. გაკვეთილები კომპიუტერში და დავალებებიც კომპიუტერში?! ამაშია საქმე,"- აღნიშნა თიკო ასათიანმა.

რაც შეეხება სხვა გამომცემლობებს, "ინტერპრესნიუსი" "დიოგენეს" ხელმძღვანელ თამარ ლებანიძესაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, გამომცემლობა მზადაა სწავლის დაწყებამდე მოსწავლისთვის ონლაინ რესურსის შექმნა მოასწროს.

"რა თქმა უნდა, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ვირუსის გამო. მუშაობა ჯერჯერობით არ დაგვიწყია, სამინისტროსთან ერთად განხილვის რეჟიმში ვართ. პერიოდულად იქნება ონლაინ შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და სკოლის გულშემატკივარი, იმედს ვიტოვებ, რომ სწავლა სრულფასოვნად განახლდება. ჯერჯერობით დეტალურად არ გვისაუბრია სამინისტროსთან, თუმცა, სავარაუდოდ, ყველა კლასისთვის იქნება ონლაინ სახელმძღვანელოები. ამაზე არანაირი მკაფიო პოზიცია არაა ჩამოყალიბებული, ფასიანი იქნება თუ უფასო. სავარაუდოდ, ხელმისაწვდომობა უფასოდ შენარჩუნდება საჯარო სკოლებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, რამდენადაც ვიცი. ერთი შეხვედრა გვქონდა ონლაინ რეჟიმში, სავარაუდოდ, მეორე შეხვედრა გაიმართება ამ კვირაში. ერთადერთი რაც ვიცი, მომდევნო შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, ყველა იმ წინადადებას, რაც სამინისტრომ მოამზადა და რა შეთავაზებაც გარედან ჰქონდა, კომპანიების მხრიდან. სიმართლე რომ გითხრათ, წმინდა ინტუიციური თვალსაზრისით და არა ფაქტებიდან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია შერეული ვერსია იყოს. არსებობდეს ბეჭდური სახელძღვანელო, რომელსაც დაურიგებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს და კერძო სკოლები შეისყიდიან, როგორც ეს აქამდეც იყო და პარალელურად გაგრძელდეს ონლაინ სწავლებაც, რომელიც რასაკვირველია, იქნება უფრო დახვეწილი," - განაცხადა თამარ ლებანიძემ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...