მსოფლიო
კორონავირუსის ახალი შემთხვევა მარნეულში - პაციენტი თბილისში გადაყვანაზე უარს აცხადებს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
2020-06-19 15:26:26
მარნეულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მარნეულის ეგრედწოდებულ ძველ საავადმყოფოში, სადაც პედიატრიული კლინიკაა განთავსებული ("შპს კახი") კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს. ქალი ამავე საავადმყოფოში მცირეწლოვან შვილთან იმყოფება.
პირი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი სავანეთიდანაა.
როგორც ირკვევა კლინიკაში ფაქტთან დაკავშირებით ინცინდენტი მოხდა. ქალი თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
კომენტარები