1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორმა განმარტა, ახალი გარემოება, რაც ცინარიძის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, არ გამოკვეთილა.

ცინარიძის ადვოკატმა, კახაბერ ხვისტანმა აღკვეთი ღონისძიების გაუქმების და 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის განცხადებით, არსებობს დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე, ამასთან სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე.

ცნობისთვის, დავით ცინარიძე 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები