0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ვარკეთილის ბაზრობის“ ის მოვაჭრეები, ვინც ზარალს ვერ დაადასტურებენ, კვადრატულ მეტრზე 500 ლარს მიიღებენ"

არკეთილის ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები საქონლის ღირებულებას სრულად მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუკი შესყიდვის დოკუმენტებს წარადგენენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს არ ექნებათ, მაშინ დახლების მიხედვით, კვადრატულ მეტრზე 500 ლარს მიიღებენ, - ამის შესახებ შპს „ვარკეთილი 96“-ის იურისტმა ნანა წულაძემ განაცხადა.

რაც შეეხება მოვაჭრეების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ თანხა ცოტაა და დახლები ბაზრობის ადმინისტრაციამ გაარემონტოს, წულაძემ უპასუხა, რომ ამაზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც ექსპერტიზის პასუხები დაიდება და ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგინდება.

„ჩვენთვისაც შოკის მომგვრელი იყო ის, რაც მოხდა. მატერიალური ზარალი მიიღო შპს-მაც. თავად ბაზრობის შენობა დაზღვეული არ გვქონდა, ამიტომ შპს სადაზღვეო კომპანიისგან ვერაფერს მიიღებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, მოვაჭრეების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია შეხვდეს მათ და ესაუბროს, ადვოკატი ასე პასუხობს: „მე რამდენადაც ვიცი, კომუნიკაცია არსებობს მოვაჭრეებსა და ბაზრობის ადმინისტრაციას შორის. ამას არანაირი შეფერხება არ აქვს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები