საზოგადოება
ბათუმში ავარიას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
2020-06-16 17:13:43
ბათუმის პორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მყოფ ბავშვს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები