მსოფლიო
" ბანაობა საშიში არაა, საშიშროება დგება ხმელეთზე ანუ პლაჟზე, ან აუზზე, სადაც რუჯს იღებენ" - პაატა იმნაძე
2020-06-16 14:38:51
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვირუსის გავრცელების იმ ახალ კერებზე ისაუბრა რომელიც ზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო საყურადღებო ხდება.
„ფეკალიებიდან ვირუსის გადაცემის გზა ჯერ დადასტურებული არაა, შესაბამისად დღეისთვის უსაფრთხოდ ითვლება როგორც ზღვაში, ასევე აუზებში ბანაობა, მით უფრო აუზები იქლორება. ბანაობა საშიში არაა, საშიშროება დგება ხმელეთზე ანუ პლაჟზე, ან აუზზე, სადაც რუჯს იღებენ. ასევე რისკის ფაქტორია გასახდელები. აქ ყველა რეკომენდაცია მკაცრად გასათვალისწინებელია. ზღვაზე ბანაობაც კარგია, აუზებიც მალე გაიხსნება და მშვენიერია, მაგრამ ხმელეთზე მკაცრად მოგვიწევს რეგულაციების დაცვა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
კომენტარები