მსოფლიო
ვარკეთილში, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
2020-06-16 00:05:47
ვარკეთილში, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეწყვეტილია ელექტროენეგიისა და გაზის მიწოდება.
ვარკეთილში, კალოუბნისა და ჯავახეთის კვეთაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას 21 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.
როგორც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა, დამატებით ჯგუფები მობილიზებულია რუსთავიდან და წყნეთიდან. მისი თქმით, ხანძარი დიდ ფართობზეა გავრცელებული, თუმცა ძალიან დიდი გართულება ამ ეტაპზე არ არის.
კერესელიძის განცხადებით, დაშავებულებზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ არსებობს.
ფოტო: არქივი
კომენტარები