მსოფლიო
ნინო ბურჯანაძე: "პანდემიური ვითარება თუ ნამდვილად გართულდება, ვფიქრობ, არჩევნების თარიღის შეცვლაზე ხელისუფლება არ უნდა გავაკრიტიკოთ"
2020-06-15 16:20:45
"პანდემიური ვითარება თუ ნამდვილად გართულდება, ვფიქრობ, არჩევნების თარიღის შეცვლაზე ხელისუფლება არ უნდა გავაკრიტიკოთ"- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„იმ შემთხვევაში, თუ პანდემიური ვითარება ნამდვილად გართულდება, ვფიქრობ, არ უნდა გავაკრიტიკოთ ხელისუფლება არჩევნების თარიღის შეეცვლასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ პანდემია მართლაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ, ადამიანებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ მათთვის საფრთხის შექმნის გარეშე, ასეთ შემთხვევაში არჩევნები უნდა გადაიდოს, რადგან ყველაზე ნაკლებად ოპოზიციას აწყობს არჩევნების ჩატარება საარჩევნო კამპანიის გარეშე“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, არ დარჩეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება პანდემიით მანიპულირებს და სხვა მიზეზებით უნდა არჩევნების გადადება.
„თუ გადაიდება, ეს აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინაიდან ამოცანაა, რომ ამ არაჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
კომენტარები