მსოფლიო
"რკინიგზა ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო“- პაატა იმნაძე
2020-06-15 15:10:50
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა და მატარებლით მგზავრობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა.
„იქ გაცილებით უფრო მარტივია მგზავრების კონტროლი, სახელობითი სიებით არის ბილეთები. ასე რომ, რკინიგზა ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო“,- დასძინა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა დღეიდან განახლდა.
კომენტარები