0 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში: სკოლაში ვიდეოთვალთვალი ჰიგიენის ადგილებში იყო

“ზოგ სკოლაში ვიდეოთვალთვალი ჰიგიენის ადგილებში იყო ” – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.როგორც თოლორაიამ აღნიშნა,  მათ მიერ შესწავლილ ზოგ სკოლაში ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში იყო.

“ვინაიდან კანონი ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცეში გამონაკლისის სახითაც არ უშვებს მონაცემთა დამუშავებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა სკოლის არგუმენტაცია, რომ საპირფარეშოებში ვიდეოკამერების განთავსება მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და თამბაქოს მოხმარების კონტროლს ემსახურებოდა.

ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილი განსაკუთრებული პირადი სივრცეა. ის არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ საპირფარეშო კაბინების უშუალოდ შიდა პერიმეტრით. საპირფარეშო ოთახი მთლიანად – ხელსაბანების ადგილი, დერეფანი თუ კაბინის შიდა პერიმეტრი – მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ჰიგიენური მიზნებისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, თავისუფლად ისარგებლოს აღნიშნული სივრცეებით, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სივრცეებში მონაცემთა სუბიექტის მონიტორინგი ნებისმიერი მიზნით გაუმართლებლად ჩაითვალა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები