მსოფლიო
დაბა აბასთუმანთან, ობსერვატორიის მიმდებარედ ხანძარია - ადგილზე 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს
2020-06-15 13:26:29
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაბა აბასთუმანთან, ობსერვატორიის მიმდებარედ ტყეში ხანძრის ჩაქრობაზე 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
კომენტარები