0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, შშმ და ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე პირებისთვის, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიაზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გამონაკლისი გავრცელდება.

„რაც შეეხება გამონაკლისებს, არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს, გავითვალისწინეთ ბუნებრივია შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებსაც მაგალითად აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმის მქონე პირები, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და გარკვეული კატეგორიის პირები, რომელთან ჯანმრთელეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება, ყველაფერი იქნება მითითებული მთავრობის დადგენილებაში. აგრეთვე არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედფის მომსახურება“,- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები