საზოგადოება
"ცოტნე ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს"-ცოტნე გამსახურდიას მეუღლე
2020-06-12 12:07:18
ცოტნე უფრო ყოჩაღი ხდება, უფრო მეტად ვარჯიშობს, ავარჯიშებენ, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ პატარ-პატარა წარმატებები ყოველდღიურად გვაქვს, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოსგან ცოტნე გამსახურდიას გადაყვანასთან დაკავშირებით თანხმობა მიიღეს, ახლა კი გზის გახსნას ელოდებიან.
„როგორც იცით, ველოდებით ევროპაში გადაყვანას კორონავირუსის დაწყების დღიდან, როგორც კი გაიხსნება საზღვარი, უნდა გადავიდეთ ევროპაში, კლინიკა შერჩეული გვაქვს, რეიტინგით არის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო მთელ ევროპაში ბოლო სამი წლის მონაცემებით.
ცოტ-ცოტა ყოველდღიურად უმჯობესდება მისი მდგომარეობა, უფრო ყოჩაღი ხდება, უფრო მეტად ვარჯიშობს, ავარჯიშებენ, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ პატარ-პატარა წარმატებები ყოველდღიურად გვაქვს. თხევად საკვების ჭამა შეუძლია თავისუფლად. შედარებით ახალი არის ის კიდევ, რომ ბოძზე დააყენეს, ანუ რობოტით ატარებენ, ეს პატარა, მაგრამ წინწადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ წნევის შენარჩუნების პრობლემა აღარ აქვს, როგორც მწოლიარე ავადმყოფებს ზოგადად და ეს უკვე კარგია, რომ რობოტზე ატარებენ“, - განაცხადა ჯაბაურმა.
კომენტარები