საზოგადოება
კონგრესის განცხადება ნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები – დეგნანი
2020-06-11 16:10:28
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ კონგრესმენების ანგარიში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედაა მოხსენიებული, ჯერ არ წაუკითხავს, თუმცა კონგრესის განცხადება ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.
“კონგრესისაგან რაიმე სახის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს სიტუაცია აკვირდებიან და მნიშვნელოვანია მათთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ წლების მანძილზე ძალიან დიდი ინვესტიცია გავწიეთ და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს პარტნიორობის გასაგრძელებლად. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება. მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესმენები არიან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ამ კითხვით მათ უნდა მიმართოთ. საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორც დღეს”,- ამბობს კელი დეგნანი.
კომენტარები