0 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტალღაა – იმნაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები, რომელთა წყარო ვერ დგინდება, შეიძლება შეფასდეს, როგორც მეორე ტალღა.

იმნაძის ინფორმაციით, 5 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევა კი მიმდინარეობს.

“უამრავი კონტაქტი გამოკვლეულია, ზოგი კარანტინშია, ზოგი თვითიზოლაციაში. ერთის შემთხვევაში, ალბათ, გავალთ წყაროზე, მაგრამ დანარჩენი 4 შემთხვევაზე კითხვის ნიშნებია გავალთ თუ არა ინფიცირების წყაროზე. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, ოღონდ, პატარა მეორე ტალღა, რომელსაც, იმედი გვაქვს, რომ სწრაფი ზემოქმედებით, ყველაფრის გამოკვლევით, გავაჩერებთ” , – აცხადებს პაატა იმნაძე ფორმულასთან ინტერვიუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები