მსოფლიო
პაატა იმნაძე: ხალხი თურმე ვერ სუნთქავს ნიღბებით, მაშინ ექიმები დახოცილები უნდა იყვნენ უკვე
2020-06-10 23:41:12
ჯერ ზაფხული უნდა გავიაროთ მშვიდად. თუ ასე გააგრძელა მოსახლეობის ნაწილმა დამოკიდებულება ამ ზაფხულს ვერ გავივლით მშვიდად. ყოველგვარ ტურიზმზეც ლაპარაკი ზედმეტი იქნება. არავინ ჩამოვა აქ თუ ქვეყანაში ასეთი სიტუაცია იქნება. რასაც ჩვენ ვუყურებთ, როგორ დამოკიდებულებას იჩენენ ადამიანები. შეზღუდვებია, გასაგებია, სხვა ამ დაავადებას არაფერი აჩერებს. ამას აჩერებს მარტო შეზღუდვები - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
პაატა იმნაძე ბიზნესმენებს მოუწოდებს, მკაცრად აკონტროლონ თავიანთ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოღონისძიებების აღსრულება.
„მეორე მკაცრ კარანტინს ჩვენი ეკონომიკა გადაიტანს? ჩვენ თუ არ გავაკეთეთ, ჩვენ თვითონ, თითოეულმა ბიზნესმენმა, რომელმაც დღეს თავისი ბიზნესები გახსნა, თუ არ უყურა, რომ წესები იყოს დაცული თავის ბიზნესში, ეს ბიზნესი მეორედ რომ გაჩერდეს, გაუძლებს ამას? 5-10 შემთხვევა, არ არის პრობლემა. ჯანდაცვის სისტემა ამას გაუძლებს, მაგრამ როდესაც არის ასეთი შემთხვევები, როდესაც არ ვიცი ინფიცირების წყარო. იმიტომ რომ ადამიანები მოეშვნენ, იმიტომ რომ ადამიანები აღარ იცავენ წესებს. მთელი პროპაგანდა მიდის, ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელებში. ხალხი თურმე ვერ სუნთქავს ნიღბებით, მაშინ ექიმები დახოცილები უნდა იყვნენ უკვე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები