საზოგადოება
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია
2020-06-09 11:00:47
„8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 გახლავთ საკარანტინო სივრციდიან, იმპორტირებული შემთხვევებია, თუმცა ქვეყანა არ ვიცი. 3 არის სამედიცინო პერსონალი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არცერთი ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა.
ჩვენ ისევ ძველი პაციენტები გვყავს, ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრს ყავს 40 დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა უცვლელია. კვლავ გვყავს ერთი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. უკვე მეორე დღეა პროგრესირება აღარ შეიმჩნევა და ალბათ, გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყება მალე. დანარჩენი შემთხვევები საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არის," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია.
კომენტარები