მსოფლიო
„ქართული ოცნების" დეპუტატის სოფო კილაძის ქმარი დაკავებულია - ამირან ხარაძე ცოლის საჩივრის საფუძველზე დააკავეს
2020-06-08 23:33:18
„ქართული ოცნების" დეპუტატის სოფო კილაძის ქმარი დაკავებულია. ამირან ხარაძე ცოლის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.
მას შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავებიან. „ტვ პირველის" ცნობით პატრული თავად სოფო კილაძემ გამოიძახა.
დეპუტატის თქმით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ყოფილი მეუღლისგან ავთანდილ ხარაძისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში საუბრობდა.
ყოფილი მეუღლის ბრალდებებს უარყოფდა ავთანდილ ხარაძე. მედიასთან საუბრისას ის ამბობდა, რომ სოფიო კილაძე მისი 5 წლის შვილით მანიპულირებდა და მას ნახვის საშუალებას არ აძლევდა.
ავთანდილ ხარაძე სოფიო კილაძეს ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ბავშვი დედას შეშინებული ჰყავდა და ამის ვიდეომტკიცებულებაცჰქონდა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე კი ამბობდა, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.
კომენტარები