0 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“- სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება

მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა კაჭარავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები