0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისი ენერჯი: სამების ტაძარს სამი წელი არ გადაუხდია გაზის დავალიანება – 256 652 ლარი

კომპანია “თბილისიენერჯიში”  სამების ტაძარში გაზის გათიშვაზე შემდეგი განმარტება გააკეთეს: 
“სამების ტაძარს დღეის მდგომარეობით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება აქვს 256 652 ლარი. ეს არის ბოლო სამი წლის დავალიანება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მათ წერილობით, რომ გადაეხადათ დავალიანება ან გადანაწილება გაეკეთებინათ, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არცერთხელ არ ყოფილა.

საბოლოო ჯამში თებერვლის თვეში ისევ ჩვენი ინიციატივით, შევთანხმდით გადანაწილებაზე და 227 329 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილდათ. ამის მიუხედავად , გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არც მიმდინარე მოხმარებული გაზის გადასახადი და არც შეთანხმებისამებრ გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადი მათ არ გადაიხადეს. ამით დაირღვა ხელშეკრულება განწილვადებაზე, რის გამოც მიმდინარე წლის 23 აპრილს სამების ტაძარს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება.

რაც შეეხება სხვა ტაძრებს- მათ დიდ უმრავლესობას თბილისი ენერჯიმ 10 წელიწადზე უკვე გადაუნაწილა არსებული დავალიანებები”.

როგორც ტაძრის არქიმანდრიტმა, მამა იოანე მჭედლიშვილმა “TV პირველთან”  განცხადა:
“რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი. დავალიანების გამო ჩაჭრეს. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა ეს თანხა და კომპანიისგან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ბევრჯერ გაგვითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს. მონასტერს არასდროს ჰქონდა იმის საშუალება რომ ეს გაზის თანხა გადაეხადა. რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და რა ქნან იმათაც, ყოველთვის გვერდში გვედგა?”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები