საზოგადოება
“ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება”- მეუფე შიო დავით გარეჯის ამბებზე
2020-06-04 14:53:38
ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, საზღვრის დადგენის საკითხზე ორმხრივი კომისია მუშაობს.
„მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე წინა და იმედი გავქვს, რომ დადგინდება სიმართლე... მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება", - განაცხადა მეუფე შიომ.
კომენტარები