0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აზერბაიჯანის განცხადებით, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დავით გარეჯის ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს

აზერბაიჯანის განცხადებით, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დავით გარეჯის ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.

ამის შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას აცნობა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიცია ოფიციალურად აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებაზე რეაგირება შესაბამისი იქნება, საზღვარს სათანადოდ დაიცავენ, პროვოკაციის ორგანიზატორები კი შესაძლო შედეგებზე პასუხს აგებენ.

დღეს დავით გარეჯობა აღინიშნება, რის გამოც ადგილზე პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი , სხვა სასულიერო პირები და მომლოცველები ჩავიდნენ.

მეუფე შიოს თქმით, საზღვრის დადგენის საკითხზე ორმხრივი კომისია მუშაობს.

„მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე წინა და იმედი გავქვს, რომ დადგინდება სიმართლე… მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება”, – განაცხადა მეუფე შიომ.

ადგილზე იმყოფება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი, გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის განცხადებაში თვითონ და  “ქართული მარში” იგულისხმებოდეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები