მსოფლიო
Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
2020-06-04 13:26:00
თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომობილების გაქირავება როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის.
2020 წლის 1 ივნისიდან, Tegeta Rent a Car-მა მიიღო მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსი საქართველოში. Europcar დაარსდა 1949 წელს პარიზში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგს როგორც მსუბუქი და კომერციული ავტომობილების, ასევე სკუტერების გაქირავება /„შეარინგის“ მიმართულებით. Europcar ემსახურება 8 მილიონზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 135 ქვეყანაში, 4 000-მდე ლოკაციაზე. Europcar-ის ჯგუფი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: GoldCar, InterRent, Fox Rent a Car, Scooty, Ubeeqo და სხვა.
Europcar-ის 70 წლიანმა გამოცდილებამ ბრენდს შეუქმნა უნიკალური ღირებულებები და დღეს წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და სანდო კომპანიას. სწორედ უმაღლესი ხარისხის მომსახურების და მრავალწლიანი გამოცდილების ხარჯზე Europcar არის ისეთი კომპანიების ოფიციალური პარტნიორი როგორებიც გახლავთ: Lufthansa, Turkish Airlines, Accor Hotels, Citibank და ა.შ.
Europcar-ის ბრენდის ქვეშ ოპერირება, Tegeta Rent a Car-ს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შსეთავაზოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება ახალი და უსაფრთხო ავტომობილების შეთავაზების გზით.
Europcar Georgia, როგორც კომპანიებს, ისე საცალო მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების ფართო არჩევანს:
· ავტომობილების დღიური გაქირავება
· სატრანსპორტო მომსახურება (მძღოლის მომსახურებით)
· გრძელვადიანი იჯარა
· საოპერაციო ლიზინგი
· ტრანსფერები - საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით.
Europcar Georgia-ის ავტოპარკში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მსუბუქი, მაღალი გამავლობის და VAN კატეგორიის ახალი ავტომობილები. ყველა ავტომობილი დაზღვეულია, ასევე აღჭურვილია უახლესი ჯიპიეს სისტემით და ყველა საჭირო აქსესუარით. საჭიროების შემთხვევაში კომპანია ასევე უზრუნველყოფს დამატებით ბავშთა სავარძელს, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს, ინტერნეტს და სხვა. ავტომობილის აყვანა / ჩაბარება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე და რაც მთავარია თქვენ არ გაქვთ შეზღუდვა გარბენზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლ ცენტს: (+995) 32 244 80 80 ან (+995) 591 17 67 93.
კომენტარები