0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში ტაქსის მძღოლები დაჯარიმდებიან

ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, სანქციების შემოღების შემთხვევაში, რაც სავარაუდოდ მოხდება, სხვა ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლებიც დაჯარიმდებიან.

„ტაქსებში დაცვის მექანიზმი პირბადის გამოყენების გარდა ისიც არის, რომ მხოლოდ უკანა სავარძელზე უნდა განთავსდეს მგზავრი და ასევე კარგია თუ ბუნებრივი ვენტილაცია მოხდება, ანუ ფანჯარა იქნება ჩაწეული. ნიღაბი, რა თქმა უნდა, აუცილებელია. თუმცა, თუ ეს არ მოქმედებს და ადამიანი თავს არ იცავს, ასევე არ იცავს სხვებსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ საკომუნიკაციო კამპანიაზე და იმაზე, რომ თვითშეგნება გაიზარდოს, არ დაგვავიწყდეს პირბადის გამოყენების მნიშვნელობა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება საჭირო გახდეს და შეიძლება შედეგიც კი გამოიღოს სანქციის მექანიზმმა იმ შემთხვევაში, როცა ნამდვილად აუცილებელია პირბადის გამოყენება და რატომღაც მოქალაქე არ იყენებს ნიღაბს.

არა მარტო ტაქსის მძღოლები, ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაექვემდებაროს სანქციას, როდესაც აუცილებელია საჯარო სივრცეში ნიღბის გამოყენება და არ გამოიყენებს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გაამართლოს გარკვეულწილად საჯარიმო სანქციებმაც, თუ რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ ქცევის მისაღებ დონეს, რომ ნიღაბი გავიკეთოთ ყველამ იქნება ეს ავტობუსში, მეტროში თუ ტაქსში, მძღოლი იქნება ეს თუ მგზავრი, ნიღბის გაკეთება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი კანონპროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და სხვა უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს. შესაბამისი დავალება პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ბიუროს სხდომაზე გასცა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს ის დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...