საზოგადოება
გუგა ქაშიბაძის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებულ 48 წლის მამაკაცს სხეულის 25 პროცენტზე აქვს დამწვრობა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
2020-06-01 23:15:38
თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
„ჩვენთან გადმოიყვანეს 48 წლის მამაკაცი და 25%-ია დამწვარი, მეორე-მესამე ხარისხის საეჭვო სასუნთქი გზების დაზიანება აქვს. თავსდება ახლა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“ , - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
კომენტარები