საზოგადოება
დედათა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა
2020-06-01 15:44:22
კიევში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ქალთა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, საავადმყოფოში გადაყვანილია 8 მონაზონი, ხოლო თავად მონასტერი ჩაკეტილია.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, ორი თვის წინ კიევ პეჩორსკის ლავრაც ჩაკეტეს. აქ ვირუსი 100-ზე მეტ სასულიერო პირს დაუდგინდა.
ამ დროისთვის, უკრაინაში საერთო ჯამში კორონავირუსის 24012 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 718 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები