0 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი დამთავრებულია - ამირან გამყრელიძე

მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში. 69 წლის ვარ და ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე განვლილი გზაა. დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. შეკითხვაზე, ხომ არ ვიხილავთ სამთავრობო ცვლილებების შემდეგ პოლიტიკაში ამირან გამყრელიძე, პასუხობს, რომ ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დატოვებას არ აპირებს.

„მე ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით, გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ. მაქვს ძალიან ბევრი გეგმა. ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან, ვაძლევ მათ საშუალებას, მეტად გაიზარდონ. ხომ დავინახეთ, რომ დაავადება კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია სერიოზული მნიშვნელობა, ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში. ძალიან კარგ ადგილას ვარ, არანაირი სურვილი მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების. ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები