მსოფლიო
„ნებისმიერი პატიოსანი სასულიერო პირი შეწყვეტდა პატრიარქის მოხსენიებას“
2020-05-31 23:42:36
ბალდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა ათინოგენეს მეუფე გრიგოლმა ღვთისმსახურების უფლება შეუჩერა. მღვდელმსახურების შეჩერების მიზეზი გახდა ის, რომ მსახურების დროს ლოცვებში პატრიარქს აღარ იხსენიებს.
ამ თემას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა გამოეხმაურა.
მეუფეს თქმით, მამა ათინოგენე მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი პატიოსანი მღვდელი.
მეუფე პეტრე ათინოგენეს გადაწყვეტილების მიზეზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი გახმაურებული სატელეფონი მიმართვაა.
“მიმაჩნია, რომ ბოლო წვეთი მისი მოთმინების ფიალისა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და შეეწყვიტა კათალიკოს პატრიარქის მოხსენიება წირვა ლოცვაზე, აღმოჩნდა, გახმაურებული სატელეფონო მიმართვა ერთ-ერთი ადამიანისა, რომელიც ასევე ჰყვება, მისი ფსიქოლოგიური ტრავმის შესახებ, რომელიც საპატრიარქოში მას შეემთხვა და მამაომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, ნებისმიერ პასუხისმგებლიანმა და პატიოსანმა სასულიერო პირმა” – ამბობს ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.
კომენტარები