მსოფლიო
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში გადმოიყვანეს
2020-05-31 22:17:56
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში გადმოიყვანეს
„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით.
დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები