0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველადი წყარო, დიდი ალბათობით, უნდა იყოს ჩემი კოლეგა - გამყრელიძე საბურთალოს კლასტერზე

პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საბურთალოს კლასტერზე საუბრისას გააკეთა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში 11 ინფიცირებულის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება. ამ დროისთვის კი 50 მოქალაქეს აკვირდებიან, რომელთა ნაწილი იზოლაციაში სახლში იმყოფება, ნაწილი კი საკარანტინო სივრცეებშია გადაყვანილი.

ამირან გამყრელიძის თქმით, საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში კოვიდ ინფიცირების შემთხვევა ორი დღის წინ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ეჭვობს, რომ პირველწყარო, შესაძლოა, მისი კოლეგა იყოს.

დიდი ალბათობით ეს შესაძლოა იყოს ჩემი კოლეგა, ის არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დადგენა მიმდინარეობს... სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, მიმდინარეობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები