0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პლაზმით მკურნალობამ ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი" - თენგიზ ცერცვაძე

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, სულ ეს მეთოდი ქვეყანაში 2 პაციენტზე გამოიყენეს.

  „პლაზმით მკურნალობამ ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვირუსი გაქრა. ხოლო მეორე პაციენტში, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე იყო, კრიტიკულად მძიმე და პრაქტიკულად განწირული და სხვა მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო და მოსალოდნელი იყო ლეტალური ეფექტი, ჩვენ იქ გამოვიყენებთ და ორჯერ გადავასხით პლაზმა და ასევე გამოვიყენეთ მეორე ინოვაციური მიდგომა - მედიკამენტი „ტოცილიზუბაბი“, ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა ანუ მას აღარ აღენიშნება სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები, აღარ არის ჟანგბად-დამოკიდებული, ლაბორატორიული პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ - ეს პაციენტი გადავარჩინეთ“, - განმარტა ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები