მსოფლიო
გაზპრომთან მოქმედი კონტრაქტის გადახედვის შედეგად გაზის ტარიფი 15% შემცირდა
2020-05-26 18:23:02
სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც აზერბაიჯანული გაზის შემომტანი „სოკარი", ასევე ახლა „გაზპრომიც" ამ ტენდენციას მიჰყვება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბუნებრივი აირის ბაზარზე არსებული ტენდენციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის, რაც ბუნებრივ აირზე ფასის დაკლების ერთ-ერთი პირობაა.
„2018 წლიდან მოყოლებული, ჩვენ უფრო მეტი კონკურენცია შემოვიტანეთ ბუნებრივი აირის ბაზარზე, გავხსენით გაზის კომერციული ბაზარი და კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის. ამ გაძლიერებული კონკურენციის და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, „გაზპრომთან" უკვე მოქმედი კონტრაქტი გადაიხედა, რაც ფასის დაკლებას ემსახურება", - განაცხადა მან.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბუნებრივ აირზე დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება. ამასთან ერთად, მისი განცხადებით, კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც აზერბაიჯანული „სოკარი", ისე რუსული „გაზპრომი".
„მომავალში, შესაძლოა ფასის კიდევ შემცირებაც, თუმცა ეს რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ბაზრის კონიუნქტურაზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.
კომენტარები