მსოფლიო
26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-05-25 23:46:27
ვერძი
მთელი დღის განმავლობაში ხალხთან ურთიერთობაში გაუგებრობები გელით, რაც თქვენს არაორდინალურ მოქმედებას მოითხოვს. მართალია, თქვენს გარემოცვას თქვენი მოქმედებები არ მოეწონება, თუმცა ეს არ უნდა გაღელვებდეთ - საკუთარ ინტუიციას ენდეთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა სოციალური კონტაქტებისთვისა ან ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც შესაძლოა, კარიერული წინსვლის ან ფინანსური კეთილდღეობის საფუძველი გახდეს. შესაფერისი დღეა მივლინებისა და მოგზაურობისთვის. წინ თავგადასავლები და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა გელით. შესაძლოა, თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაიშალოს, რაც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
ტყუპები
ამ დღეს იზრდება თქვენი სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივი იქნება და მომავალში შესაძლოა, ფინანსური კეთილდეღეობის საფუძველიც გახდეს.
კირჩხიბი
თუ სამგზავროდ წასვლა შემოგთავაზეს, დათანხმდით - გზაში საინტერესო თავგადასავლები გელით. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაიშლება და ეცადეთ, სწორად გამოიყენოთ.
ლომი
ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში უამრავი პრობლემა და გაუგებრობა გელით. ამ დღეს ნებისმიერი საქმე თქვენგან იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე წარმოგედგინათ, თუმცა შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს.
ქალწული
ამ დღეს ახლობელ ადამიანებს თქვენ მიმართ კრიტიკული შენიშვნები ექნებათ. დღის მეორე ნახევარში კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება. გახსოვდეთ, რომ სიმშვიდე და სიყვარული ოჯახში მშვიდობის საფუძველია.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უმიზეზო ნერვიულობა. დღის მეორე ნახევარში საქმიანი შეხვედრები და კაპიტალდაბანდება წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ცრუ დაპირებების გამო ოჯახში მოსალოდნელია გაუგებრობა.
მორიელი
სიცრუითა და ილუზიებით სავსე დღეა. არსებობს ცილისწამებისა და პროცოკაციების საფრთხე. ერიდეთ არასაიმედო ადამიანებთან დაახლოებას. გახსოვდეთ, ზოგჯერ შეიძლება ისეთმა ადამიანმა გიღალატოთ, ვისთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. პროფილაქტიკისთვის კარგია წყლის პროცედურები, დილას და საღამოს სეირნობა.
მშვილდოსანი
ამ დღის პოზიტიური ტენდენციები საშუალებას მიგცემთ, ემოციები აკონტროლოთ. შესაძლოა, მიზნის მისაღწევად მთელი თქვენი შესაძლებლობების გამოვლენა მოგიწიოთ. ახალი ნაცნობობა შესაძლოა, ხანგრძლის ურთიერთობაში გადაიზარდოს, რაც სამსახურეობრივ და ფინანსურ წინსვლაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
ამ დღის მოვლენები თქვენგან სწრაფ და ენერგიულ მოქმედებებს მოითხოვს. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორის არაკეთილსინდისიერი მოქმედებით დაზარალდეთ, თუმცა სიტუაციაში გარკვევას ადვილად შეძლებთ და სწორი გადაწყვეტილების მიღებაც არ გაგიჭირდებათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
მერწყული
მძიმე და პასიური დღეა. მგრძნობიარე მერწყულებს შეიძლება უმიზეზო სევდა ეწვიოთ. თქვენი რბილი ბუნების გამო შესაძლოა, სრულიად უსარგებლო კამათში ჩაგითრიონ, რაც განწყობას დიდი ხნით გაგიფუჭებთ.
თევზები
ეს დღე პროვოკაციებს და აგრესიას განასახიერებს. ეცადეთ, ყველა საქმე დროულად დაასრულოთ, რადგან მოულოდნელი პრობლემების გამო შეფერხება გელით. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები და ფინანსური დანაკარგი.
კომენტარები