0 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე -როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა ნორმას დააკმაყოფილებს, რომელიც მივაწოდეთ, შესაძლებელია მისი აღდგენა დაჩქარდეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არა არის.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უკვე არსებობს კონკრეტული რეგულაციები, რომელის განხილვაც მიმდინარეობს.

"იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება რეგულაციები მუნიციპალურ  ტრანსპორტთან დაკავშირებით, აქტიურად მუშაობს ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები მომზადებული, რომლის აქტიური განხილვაც მიმდინარეობს შესაბამის უწყებებთან. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევწონით ყველა იმ რისკსა და ასევე, დასაშვები სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას და დასაშვები მგზავრების რაოდენობას, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ტრანსპორტში დაიშვას, ამის შემდეგ მოხდება ამ რეგულაციის დადგენა.

იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს, ამ დაშვებით ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით იმ სოციალურ აქტივობებს, რომელიც დღესდღეობით ტრანსპორტის შეზღუდვიდან გამომდინარე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ეპიდემიის გავრცელების რისკი ამ შემთხვევაში გაიზრდება, რაც ჩვენ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ მოგვიწევს ამ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება და ისივე როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე მთავრობასაც აქვს ამის სურვილი. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ ფრთხილი ნაბიჯებით შევძლოთ ის, რომ ნებისმიერი შემსუბუქებული რეგულაცია ხანგრძლივი პერიოდით დარჩეს ქვეყანაში და არ გვქონდეს უკან გადასადგმელი ნაბიჯები.

ჩვენ დეტალურად ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორც გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დააკმაყოფილოს ყველა ის საჭირო ნორმა, რომელიც არის ჩვენი მხრიდან მოწოდებული, შესაძლებელია გადაწყვეტილება დაჩქარდეს", - განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...