0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რად აფინანსებენ საპატრიარქოსო... 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? - მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული 25 მილიონი არ უნდა დააყვედრონ.

"აგერ რად აფინანსებენ საპატრიარქოსო... 25 მილიონი რომ გაადიდოთ 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ.. დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს? მაშინ როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს“ , - აცხადებს მეუფე ანტონი.

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ასევე საუბრობს ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემის საკითხზეც.

„გონიერნი რომ იყვეთ იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება. ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით... მინდა ვიკითხოთ , რა მნიშვნელობა აქვს ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის, პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას რაც მათი პირადი საკუთრება არაა... თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ რომ არ გაყიდის ? უნებლიედ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობათო - ასე ვიფიქროთ ?“ - აცხადებს მეუფე ანტონი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები