საზოგადოება
სეტყვა, წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი - როდემდე გაგრძლდება ცუდი ამინდი საქართველოში?
2020-05-25 10:50:09
26 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვაც. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები